https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოგონებები ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდამეთერთმეტე წლისთავზე

14:05; 10.05.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეორე მსოფლიო ომი, რომელიც აზიაში იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წელს, ხოლო ევროპაში გერმანიის  პოლონეთზე თავდასხმით 1939 წელს დაიწყო, ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის რვა მაისს დასრულდა ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში _ 1945 წლის ორ სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

ეს ომი იყო ის კონფლიქტი, რომელშიც უამრავმა ადამიანმა და, თითქმის, ყველა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, რომელთაგან, ფაქტობრივად, ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა. მოსახლეობასთან შეფარდებით, ქართველ ჯარისკაცთა დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი  უპრეცენდენტო იყო.

გურიამაც არა ერთი სიცოცხლე გაიღო ფაშიზმზე გასამარჯვებლად, არა ერთი ჯარისკაცი დაიკარგა უგზო-უკვლოდ, არა ერთი ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება შეძლო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მცხოვრები მერაბ ჩხაიძის ოჯახში დღემდე რელიქვიად ინახება მეორე მსოფლიო ომში დაღუპული, 26 წლის ბიძის _ ვასილ ჩხაიძის მიერ დედისთვის ფრონტიდან გამოგზავნილი რამდენიმე სამკუთხა ბარათი. ყველა ბარათი ასე იწყება _ "სალამი დედას!".

მერაბ ჩხაიძის თქმით, მათი ოჯახიდან ფრონტზე, მისი მამა და ბიძა _ ვასილ და ნოე ჩხაიძეები გაიწვიეს. ომგამოვლილი ნოე შინ მშვიდობიანად დაბრუნდა, ხოლო ვასილი, რომელიც  მძიმედ დაიჭრა სამჯერ, 1943 წელს ბელორუსიაში, ქალაქ ვიტებსკის მისადგომებთან დაიღუპა.

"ჩემი ამბავი თუ გაინტერესებს, არა უშავს, ვცხოვრობ გვარიანად. სწორედ, დღეს გამათავისუფლეს გიფსიდან. ძვალი უკვე შეერთდა, მხოლოდ ჭრილობაა ძალიან დიდი. ტკივილებს ისე ძლიერად არ ვგრძნობ. მგონი, არ ვიქნები ინვალიდი. შეიძლება, კიდევ დარჩეს ოპერაცია გასაკეთებელი, ტყვია რომ ამოიღონ.

შეიძლება ცოცხლადაც აღარ მთვლით, მაგრამ მე, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ. წერილს ქი ვაგზავნი, მაგრამ პასუხს, რატომღაც, ვერ ვიღებ. წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე ვიქნები, მაშინ, როცა უკვე  ერთი წელი გავიდა, რაც სახით არ დამინახავხართ და არც წერილი მიმიღია. ყველაფერს ვითმენ, მაგრამ ძნელი მოსათმენი დარჩა, ნუთუ, ერთი წერილი ვერ მომაწვდინეთ.

მე დავიჭერი და  ჰოსპიტალში ვიწევი. გამოწერის შემდეგ გამაგზავნეს სკოლაში, ერთი თვის შემდეგ ვიქნები წითელი ოფიცერი, თანამდებობით ასმეთაურის თანაშემწედ და ფულს ქე გამოგიგზავნით. მაგრამ ვიცი, ვერ მიიღებთ, ალბათ, თორემ ყოველ თვეში შემიძლია 300 მანეთი გამოგიგზავნოთ. 500 მანეთი გამოგიგზავნეთ და თუ მიიღეთ, არ ვიცი. თვეში 700 მანეთი მექნება და ეს ფული ჩემთვის არაფერი საჭიროა.

მე ამ დღეებში ფრონტზე დავბრუნდები. ადრე გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ჰიტლერს და დაიწყება ბედნიერი ცხოვრება. მთავარია, თქვენ ჭკუით იყავით, თავს მოუარეთ და ის იქნება ჩემთვის მოხმარება. ჩემზე არ იჯავროთ. მე არაფერი მიჭირს. თუ გინდა, მიჭირდეს, მაინც ვერაფერს მომეხმარება შენი ჯავრი და ცრემლები", _ ვკითხულობთ  ვასილ ჩხაიძის მიერ ფრონტიდან გამოგზავნილ გაყვითლებულ ბარათებში.

ომგამოვლილთა შორისაა ლანჩხუთელი 94 წლის გივი მენაღარიშვილი, რომელსაც მართლაც ბევრი აქვს სალაპარაკო ომსა და ომში დაღუპულ თუ დაკარგულ თანამემამულეებზე, სად და რისთვის იბრძოდა და რატომ არის ცხრა მაისი მისთვის დღესასწაული, თუმცა, დღემდე ძალიან უმძიმს იმ ტკივილის გახსენება, რასაც თანამებრძოლების დაღუპვისას განიცდიდა:

"გასახსენებელი, თითქოს, ბევრია, მაგრამ მიჭირს. ძნელია გაიხსენო ის ყველაფერი, რაც გამოვიარე. უამრავი თანამებრძოლის სიკვდილი ვიხილე საკუთარი თვალით, დღემდე მიძნელდება ამის გახსენება. მე კი თითქოს, ბედისგან გამორჩეული ვიყავი _ ტყვია, რატომღაც, არ მეკარებოდა, არადა, შინელი, რომელიც მეცვა, სულ დაცხრილული იყო. ერთხელაც არ დავჭრილვარ, ისე ჩამოვედი სახლში.

სრულიად ახალგაზრდა, 19 წლისაც არ ვიყავი, ჯარში რომ გამიწვიეს. თავდაპირველად სამხედრო სკოლაში მოვხვდი, უშუალოდ ფრონტზე კი 1942 წელს, ამ სკოლის დამთავრების შემდეგ მოვხვდი. უმცროსი ლეიტენანტის წოდებით. სიმართლე რომ ვთქვა, ფრონტზე თავს უკეთ ვგრძნობდი, ვიდრე სამხედრო სკოლაში. იქ საკმაოდ მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ, ძნელი იყო შეგუება.

ქართულ დივიზია "414"-ში ვიბრძოდი. მომიწია ბრძოლები ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ქერჩში, სევასტოპოლში. რახან დივიზია ქართული იყო, ამიტომ, ძირითადად, ჩემ გვერდით ქართველები იბრძოდნენ, თუმცა, იყვნენ ტაშკენტიდანაც, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან. ყველამ იცის, რომ სწორედ ფრონტის ამ ხაზის მიმართულებით დაიღუპა ყველაზე მეტი ქართველი. ენით აუწერელი ბრძოლები იყო.

ჩემი დივიზია 1946 წელს ჩამოვიდა თბილისში. რამდენიმედღიანი შვებულება ავიღე და ლანჩხუთში ჩამოვედი. ამ რამდენიმე დღეში მოვასწარი ცოლის შერთვაც. მოვიყვანე ჩემი "კნეინა" და დავტოვე სახლში, მე კი უკან, დივიზიაში გავბრუნდი", _ იხსენებს ბატონი გივი, რომელიც მეუღლესთან ერთად კვლავაც მხნედ ეწევა ოჯახის ჭაპანს და ხარობს თავის ორ შვილთან, სამ შვილიშვილთან და ხუთ შვილთაშვილთან ერთად.

ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს ფრონტის ამბებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში მცხოვრები 100 წლის ჭიჭიკო კვაჭანტირაძე:

_ 1942 წლის 10 თებერვალს გამიწვიეს ომში. არტილერიაში ვიყავი. ერთი ათეული მყავს განადგურებული, მდინარის გაღმა მოდიოდნენ, ჩვენ გამოღმა ვიყავით 300 მეტრში და ასე გავანადგურე. სამი ქართველი ვიყავით იქ.  ღამით ნაღმი გვესროლეს, გასკდა და რამდენიმე კაცი დაგვეღუპა. არტილერიის სპეციალისტი ვიყავი _ ჩემი ბრძოლების შესახებ სამხედრო კომისარიატშია ასახული ყველაფერი _ ვიბრძოდი ქერჩში, ყირიმში, სევასტოპოლში, თითქმის, ყველგან, სადაც ფრონტის ხაზი იყო გახსნილი. მითხრეს კიდეც კომისარიატში _ ჩოხატაურში შენნაირი ნაბრძოლი კაცი არააო…

ერთხელ, ორი ღამის უძინარი ვიყავი. მებრძოლებს ვთხოვე, ცოტა ხნით წავიძინებ და ფრთხილად იყავით,-მეთქი. დავიძინე და სიზმარი ვნახე, თითქოს ტყვია მომხვდა და სისხლში ვცურავდი. ტკივილით გამომეღვიძა. ბიჭებს ვუთხარი, ვიცი, დღეს თუ ხვალ გერმანელების ტყვია მომიღებს ბოლოს და ერთი თხოვნა შემისრულეთ _ დაუმარხავს ნუ დამტოვებთ, მიწაში ჩამაგდეთ,-მეთქი. მითხრეს, შენი სიკვდილი არ შეიძლება, აქ მთავარი შენ ხარო. მართლა კარგი მებრძოლი ვიყავი. ერთი ქუთაისელი ლეიტენანტი ოყო, ჭაჭანაშვილი, მითხრა, უკანა ხაზზე გადაგიყვანო. ვუპასუხე _ შე ოჯახაშენებულო, ტყვია 500 მეტრზე მიდის და უკანა ხაზზე სად დამმალავ,-მეთქი. ძალიან იღბლიანი გამოვდექი, ტყვია არ მეკარებოდა.

როგორც იღბლიანმა ჯარისკაცმა გვითხრა, ომში წასულს სახლში დედ-მამა ელოდა. ძმა ადრე გაიწვიეს ჯარში და შემდეგ ომში წაიყვანეს:

_ ვიცოდი, რომ სავალდებულო ჯარში უნდა მემსახურა სამი წელი. მინდოდა ცოლის შერთვა, მაგრამ ვთქვი, სანამ ჯარს არ მოვიხდი, არც ცოლს მოვიყვან,-მეთქი. ჯარიდან ომში წავედი. სახლში მოხუცი მშობლები დავტოვე. რომ დავბრუნდი, მამა ცოცხალი აღარ დამხვდა. ჩემი ძმა უფრო ადრე დაბრუნდა.

ბატონი ჭიჭიკო ტყვედაც ჩავარდნილა, თუმცა, ამაზე საუბარი უჭირს:

_ ტყვედ ჩავვარდი. რვა თვე გავატარე ტყვეობაში, ძნელი გასახსენებელია, რას ვგრძნობდი ამ დროს. შემდეგ გამათავისუფლეს, _ ამბობს ასი წლის მებრძოლი რომელიც თავს ისევ მხნედ გრძნობს და, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ჯერ წამალი არ დაულევია.

დამშვიდობებისას, ბატონმა ჭიჭიკომ 100 წლის იუბილეზე მიგვიპატიჟა:

_ 1906-ში ვარ დაბადებული. მეასე წელიწადში გადავდექი. 24 დეკემბერს 100 წელს შევასრულებ და მაშინ მობრძანდით.

ოზურგეთელი გიორგი ინწკირველი სიამაყით იხსენებს ფრონტისა და გმირობის ამბებს. ამბობს, რომ 14 წლისა უკვე ჯარს ემსახურებოდა.

"1941 წლიდან 1943 წლამდე, 14 წლის ბავშვი, სევასტოპოლის გემთმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი, 12-საათიანი სამუშაო დღე იყო. 1943 წელს გავიპარე ქარხნიდან და წავედი ჯარში მოხალისედ. 353-ე მსროლელი დივიზია იყო, მეორე ბატალიონის მეოთხე ასეულში ჩავეწერე.  ასეულის კაპიტანი იყო ვინმე მათითაიშვილი _ კაცმა ტირილი დაიწყო, რომ დამინახა: "აქ რა გინდა, რას გააკეთებ, სად წაგიყვანოო". მე ვუთხარი, რომ მანქანის ტარება ვიცოდი. 16 წელი ფრონტზე შემისრულდა".

ბატონი გიორგი გულდაწყვეტით იხსენებს მებრძოლებს, რომლებიც მის გვერდით იბრძოდნენ:

"ჩემი მეგობრები გურიიდან, ოზურგეთიდან, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა, ცოცხალი არც ერთი აღარაა, ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ მაინც… ჩემ ირგვლივ წამდაუწუმ იხოცებოდნენ. მე დამწვარი მქონდა სხეული, დაბომბვის დროს დავიწვი, ჰოსპიტალში ვიწექი. რამდენიმე წელი შრომისუუნარო ვიყავი, თუმცა, ახლა ჯანმრთელობას არ ვუჩივი. მეუღლე ხუთი წელია, რაც გარდამეცვალა. ორი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს და ვხარობ მათი ბედნიერებით".

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აქტუალური ფეისბუქსტატუსები _ "ახლა, გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა _ ბნელი"

გათავისუფლებული გამგებლები მერიაში ახალ თანამდებობებზე დაინიშნებიან

ყველა სიახლე

სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო