https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები

15:05; 10.05.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი- IDFI აქვეყნებს სტატიას "2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების" შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ამ წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ  11 595 სახელმწიფო ჯილდოა გაცემული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები. გარკვეულ კითხვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დროს გაცემული ზოგიერთი ჯილდო. მაგალითად: ვახტანგ გორგასლის ორდენის საპატიო ჯილდოთი 2010 წელს დაჯილდოვდნენ პირები, რომლებიც დღეის მდგომაროებით გასამართლებულნი ან ძებნილნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ჯილდო 2010 წელს მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან ქარდავამ და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ კოხტა კოდუამ. 2014 წელს ლევან ქარდავას სასამართლოს გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობისთვის შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები. დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯილდოები და ორდენები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. 
საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები, რომლებთან ერთად ასევე გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია:

2016 წლის 21 იანვარს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების (ორდენები და მედლები) შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით. ადმინისტრაციიდან მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი – 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 – ღირსების მედალი, ხოლო 1160 – მედალი მხედრული მამაცობისთვის.

აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები. 2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი – 1926. 2013 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. მაგალითად, 2013 წელს გაიცა 11 ეროვნული გმირის ორდენი, 30 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, 2 დავით აღმაშენებლის ორდენი, 39 თამარ მეფის ორდენი, 157 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 20 წმინდა ნიკოლოზის ორდენი და 56 ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

IDFI ასევე დაინტერესდა, თუ ვისზე გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ჯილდოები. ამის გასარკვევად, ორგანიზაციამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2003-2015 წლებში ზემოხსენებული ორდენებით დაჯილდოებულთა სახელობითი სიის მოთხოვნით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს მოთხოვნაც სრულყოფილად დააკმაყოფილა.

  • ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის. ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 2003-2015 წლებში ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ:

2004 წელი – 2 პირი – ჟიული შარტავა და ზაზა დამენია
2010 წელი – 2 პირი – ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი
2013 წელი –  11 პირი –  ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, გიორგი კვინიტაძე.
2015 წელი – 1 პირი – მარიამ (მარო) მაყაშვილი

  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ :

2005 წელი – 1 პირი – ჯორჯ ბუში (უმცროსი)
2006 წელი – 1 პირი – ჯონ მაკკეინი
2007 წელი – 4 პირი – ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი 
2008 წელი – 11 პირი – ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი. 
2009 წელი – 10 პირი – ვალდის ზატლერსი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიტაუტას ლანდსბერგისი, რონალდ ასმუსი, ჯონ ფრენსის ტეფტი, პეტრას ვაიტიეკუნასი, ჯოზეფ ბაიდენი, ელდარ შენგელაია, დევი ჭანკოტაძე, დავით ნაირაშვილი. 
2010 წელი – 6 პირი –  დავით ახალია, დავით ჩხარტიშვილი, რიჩარდ ჰოლბრუკი, ვანო ხუხუნაიშვილი, ტოომას ჰენდიკ ილვესი, მარტ ლაარი. 
2011 წელი – 7 პირი – ჯოზებ ლიბერმანი, ქშიშტოფ ლისეკი, ვაცლავ ჰაველი, ნიკოლა სარკოზი, ალექსანდრე ლომაია, ანრი დე რენკური, მათიას იორში.
2012 წელი – 4 პირი –  ანდრის ბერზინში, რამაზ ნიკოლაიშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი კარბელაშვილი.
2013 წელი –  30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი.
2014 წელი – 25 პირი, მათ შორის: ზურაბ ჟვანია და აზა ადამია. 
2015 წელი –  1 პირი – დავით სერგეენკო

  • დავით აღმაშენებლის ორდენი

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის.

2003-2015 წლების განმავლობაში ეს ჯილდო გაიცა მხოლოდ ორჯერ. . იგი გადაეცა გიორგი უგულავასა და ლევან ვარშალომიძეს.

  • თამარ მეფის ორდენი

თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.

2003-2015 წლებში თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

2011 წელი – 1 პირი (ლამარა ჭყონია)
2013 წელი – დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათაშვილი.
2015 წელი – 1 პირი  (ირინე ენუქიძე).

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის.

2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ:

2010 წელი – სულ დაჯილდოვდა 55 პირი, მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გურამ დოჩანაშვილი, ილიკო სუხიშვილი, დავით დარჩიაშვილი, როლანდ ახალაია, მამუკა ხაზარაძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, იულონ გაგოშიძე, ვლადიმერ გურგენიძე, ნიაზ დიასამიძე, ირაკლი ეზუგბაია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ეკატერინე ზღულაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო სუხიშვილი, ილია სუხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი.

2011 წელი – სულ დაჯილდოვდა 35 პირი, მათ შორის: იგორ კოკოშკოვი, გიორგი ნიჟარაძე, გელა ჩარკვიანი, ჯეიმს რიჩარდ დიქსონი, ნინო ქათამაძე, თამარ კოვზირიძე, სერგი კაპანაძე, რაფაელ გლუქსმანი, კახა ბაინდურაშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ვიქტორ იუშენკო.

2012 წელი – სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობიშვილი, ლევან ვარშალომიძე, ცეზარ ჩოჩელი.

2013 წელი – სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგსიანი, ალმაზბეკ ატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

2014 წელი – სულ დაჯილდოვდა 4 პირი – ლავრენტი მანაგაძე, შეიხ-ულ-ისლამ გაჯი ალაჰშუქურ ფაშა-ზადე, ჯამლეტ ხუხაშვილი, რომან შაქარიშვილი.

2015 წელი – სულ დაჯილდოვდა 5 პირი – გივი მარგველაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, მიხაილ იაკობუს ლენტცე, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, ნოდარ ცინცაძე.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.

ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:

2003 წელი – ჯონი ფირცხალაიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
2004 წელი – მამია ალასანია
2005 წელი – 25 პირი, მათ შორის: დავით ზურაბაშვილი, თემურ ირემაშვილი, მერაბ ნიქაბაძე.
2006 წელი – ირაკლი ქადაგიძე
2007 წელი – 7 პირი 
2008 წელი – 43 პირი, მათ შორის: თენგიზ გუნავა, გიორგი გრიგალაშვილი, რომან შამათავა .
2009 წელი – 45 პირი, მათ შორის: გიორგი ანწუხელიძე, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ტაბიძე, სოსო ღვინიაშვილი.
2010 წელი – 39 პირი, მათ შორის: ზაზა ჭაია, თენგიზ გუნავა, კოხტა კოდუა, ლევან ქარდავა, გიორგი კალანდაძე.

2011 წელი – 25 პირი
2012 წელი – 14 პირი
2013 წელი – 57 პირი, მათ შორის: გიორგი ბოკერია, ნიკოლოზ რურუა, გიორგი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გელა ბეჟუაშვილი, ლეონიდ კუჩმა, თეიმურაზ ჯანაშია.
2014 წელი – 37 პირი
2015 წელი – 1 პირი 

გარკვეულ კითხვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ზოგიერთი ჯილდო. მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ორდენის საპატიო ჯილდოთი 2010 წელს დაჯილდოვდნენ პირები, რომლებიც დღეის მდგომაროებით გასამართლებულნი ან ძებნილნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ჯილდო 2010 წელს მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან ქარდავამ და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ კოხტა კოდუამ. 2014 წელს ლევან ქარდავას სასამართლოს გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობისთვის შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაჯილდოებულს ჩამოართვას სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებს ვხვდებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მაგალითად, 2004 წლის 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გენერალ რომან დუმბაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში, ჩამოერთვა მისთვის წარსულში გადაცემული სახელმწიფო ჯილდოები.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2013-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯილდოს ჩამორთმევის უფლებით არ უსარგებლია.

წყარო
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

09:56; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25 თებერვალი, 2026

პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა დააჯილდოვა

გათავისუფლებული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან 500 000 ლარს ითხოვს

ყველა სიახლე

სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

11:30; 26.02.2026
მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

11:22; 26.02.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26.02.2026
მსოფლიო

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

10:36; 26.02.2026
პოლიტიკა

“ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი

10:29; 26.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26.02.2026
მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

10:06; 26.02.2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9:56; 26.02.2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო