საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, რომ ნაყოფიერი და მაღალპროფესიონალური ჟურნალისტური საქმიანობისა და ქ. ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდებისთვის, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.