ბრიტანულმა გამოცემა Times Higher Education-მა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგი მსოფლიოს 400 საუკეთესო უნივერსიტეტს მოიცავს.
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, 5 ჯგუფად გაერთიანებული, 13 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეაფასეს, ესენია: სწავლება (საერთო ქულის 30%), კვლევა (30%), რამდენჯერ იყო სასწავლებლის სახელი ციტირებული აკადემიურ კვლევებში (30%), ინოვაცია და ეკონომიკაზე გავლენა (2,5%), საერთაშორისო თანამშრომლობა ყველა დონეზე – სტუდენტები, ლექტორები, უნივერსიტეტის თანამშრომლები (7,5%).
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტს Times Higher Education-ის რეიტინგის მიხედვით:
1. ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ;
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ;
3. სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ;
4. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
5. ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
6. ბერკლის უნივერსიტეტი, აშშ;
7. პრინსტონის უნივერსიტეტი,აშშ;
8. იელის უნივერსიტეტი, აშშ;
9. კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ;
10. კალიფორნიის ტექნკური უნივერსიტეტი, აშშ.
წყარო: allnews.ge