_ ავლაბრის მეტროდან, დინამოს სტადიონიდან და ვაკის პარკიდან. აქ შეკრებილი ხალხი ერთმანეთს თავისუფლების მოედანზე შეუეერთდება.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებამდე ჯერ კიდევ ერთი საათია დარჩენილი, ავლაბრის მეტროსთან ხალხმა უკვე დაიწყო მოსვლა.
ამასთან, “ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია: “შევიტყვეთ, რომ გაურკვეველი პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და შანტაჟს _ დღეს თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული, „ქართული ოცნების“ მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას”.