როცა ხელისუფლებამ სამხედრო წესები გამოაცხადა და გურიაში გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით ჯარი გაგზავნა, ქართული საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის დარბევაზე ხელის აღება მოსთხოვა.
სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებისაგან.
დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო _ ,,костьми ляжем” _ ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა).
ვაჟა-ფშაველს კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო
ეს დუპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს თითქმის ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.
ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ",გურიის რესპუბლიკა"