ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირიძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქობულეთში, კაფე-ბარ "ტროპიკანას" მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირიძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა.
ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში რვაჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირიძეს ჩადენილი დანასაულისთვის სასჯელის ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.