“გურია ნიუსთან” საუბარში ნოდარ ხადურმა თქვა, ამდენი ადამიანის შეკრება არის ამაღელვებელი ფაქტი.
გუბაზ სანიკიძის თქმით, კი ეს აქცია საქართველოს ისტორიაში შევა: _ გრანდიოზული აქციის მომსწრენი გავხდებით დღეს, _ გვითხრა სანიკიძემ.
დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ აქციამ ხელისუფლებას შეაშინა და ის თბილისიდან გაიქცა: _ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ხალხი გამოვიდოდა და ამას ყველა ნახავს თავისუფლების მოედანზე, _ გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.