რუსულენოვანი ინტერნეტგამომცემლობა Настоящее Время თურქმენეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ლუკაშენკო და ბერდიმუხამედოვი ქოლგებს შეფარებულები ერთობლივად რწყავენ ახალდარგულ ნაძვის ხეს. ფოტოს ასეთი ტექსტი ახლავს:
ნუ შეშფოთდებით! თქვენ არ მოგიწევთ ქოლგის დაჭერა გურბანგული ბერდიმუხამედოვის თავზე, სანამ ის მინსკში, საპატიო სტუმრების ხეივანში, დამოუკიდებლობის სასახლის წინ ნაძვის ხეს მორწყავს.
ბელორუსიისა და თურქმენეთის თავკაცების მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ლუკაშენკო დაპირდა თურქმენ კოლეგას, კადრების მომზადების საქმეში საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, სანაცვლოდ კი ბელორუსიის ენერგეტიკული კომპლექსისთვის საწვავის მიწოდების გაზრდას მოითხოვს.