საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელშიც ის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას მოუწოდებს "ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია, პოლიტიკური შეუძლებლობების სია, დეტალურად განმარტოს პოლიტიკური ჩარჩოების არსი, კომპონენტები, კონკრეტული გამოხატულება" ირაკლი ალასანიამ დღეს უპასუხა:
"თინა ხიდაშელს მე პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს რესპუბლიკელები და კოალიციაში იმდენად დაძაბული და რთული ვითარებაა არ მინდა რამე დავამატო ამას. მე ერთს ვიტყვი უბრალოდ, რომ იმ პოლიტიკურ ჩარჩოებზე მე მქონდა საუბარი და რასაც არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
ეს არის ის, რომ პრაქტიკულად პროექტი საჰაერო თავდაცვის, რომელიც მომზადებული, ხელმოწერილი იყო ამას უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ შესრულება და ზუსტი მოყოლა, იმ ვადებს რაც დაწესებული იყო. სამწუხაროდ პოლიტიკური ჩარჩოები დაწესდა სწორედ ამ პროექტზე და ეს არის პრაქტიკულად დღეს შემცირებული ერთ მესამედამდე." _ აღნიშნა ალასანიამ.