https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს

8:05; 13.05.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

უნგრეთი საქართველოს ინვესტიციების დაცვის გარანტიას სთხოვს. თუ მთავრობა ამ მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს, შემოდგომისთვის სოფლის მეურნეობაში "ექსიმ ბანკის" საშუალებით უნგრული პროექტების განხორციელება დაიწყება. წინა კვირას საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულა ბუდაი სტუმრობდა.

"ბიზნეს-რეზონანსმა" გიულა ბუდაისთან ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა:

_ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით ჩამოხვედით საქართველოში, კონკრეტულად რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

_ ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად და სწრაფად განვითარდეს. უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობა ის დარგია, სადაც ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. მაგალითად, ორი-სამი სამაცივრე საწყობის აგება, სადაც ქართული ხილი და ბოსტნეული მესამე ქვეყანაში გასაყიდად შეინახება. მეორე დიდი სფერო, სადაც თანამშრომლობა გვსურს, მესაქონლეობაა. უნგრეთს შეუძლია ქართველ ფერმერებს გაუზიაროს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც მესაქონლეობის წარმოება უფრო მაღალ დონეზე გადავა. მოვინახულეთ ერთ-ერთი ახალი ფერმა, სადაც საქონელი ჰყავთ, იქვე ამუშავებენ რძეს როგორც საკუთარს, ისე გლეხებისგან შესყიდულს და ამზადებენ რძის პროდუქტებს. ამ სფეროში უნგრეთის გამოცდილება ქართული კვების მრეწველობას ძალიან წაადგება. აქ ყოფნის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი განხილვის თემა იყო რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო და პირიქით, რუსული ემბარგო ევროკავშირისთვის. ასევე, საინტერესოა კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ქართულ-უნგრული ერთობლივი საწარმოების მიერ სხვადასხვა პროდუქციის გატანა რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში.

იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორებმა საქართველოში ფული ჩადონ, საჭიროა, ინვესტიციის დაცვის სახელმწიფო გარანტია ხელშეკრულების სახით. შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ამ კონტრაქტს მალე მოეწერება ხელი, მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელიც დამისვეს, ასეთი სახის იყო – უჭერს თუ არა უნგრეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარს? ამ მიმართულებით, უნგრეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა უკრაინასა და თურქეთისგან ცალკე უნდა მიიღონ, ამ ხაზს ბოლომდე ვიცავთ.

მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის ექსპერტები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ. უნგრეთი საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ მომავალშიც მხარს დაუჭერს.

_ თუ ხედავთ რაიმე დაბრკოლებას, რაც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეაფერხებს?

მოცემულ მომენტში ეს საკითხი ისე მომწიფდა, რომ დადებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღონ.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უნგრეთი სოფლის მეურნეობის ინვესტირებით არის დაინტერესებული. ბოლო წლებში სახელმწიფო ამ დარგში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს. რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება საქართველოს სოფლის მეურნეობა?

ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, ამას მეც ვგრძნობ. სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის, უფრო მეტი წარმატებისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, უნგრეთთან თანამედროვე ტექნოლოგიების გათავისება, გამოცდილების გაცვლა, ასევე მთავარია განათლება სოფლის მეურნეობის დარგში. უნგრეთმა საქართველოს 50 სტუდენტის გაცვლის პროგრამა შესთავაზა. აქედან 10 სოფლის მეურნეობის მიმართულებითაა. რატომღაც ეს ადგილები არ ივსება. საჭიროა მეტი ჩართვა ამ კუთხით. რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს უნგრეთში წამყვან აგრარულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

ჩემი აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

_ უნგრეთი საქართველოს მესაქონლეობის დარგში მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას სთავაზობს, თუ აპირებს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მაგალითად, ფერმებისა და საწარმოების მშენებლობას?

_ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთობლივი საწარმოების ამუშავებას. ამისთვის საჭიროა ქართველი პარტნიორების მოძებნა. სასაწყობო მეურნეობის შექმნა ერთობლივი პროექტია. თუ იგი წარმატებით განხორციელდა, ეს იქნება შემდეგი პროექტების წარმატების საწინდარი. ამიტომ ძალიან საჭიროა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, რათა ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა მიმოსვლა თავისუფლად შეძლონ.

 თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით, ეს ძალიან შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

_ როგორც თქვენგან შევიტყვეთ უნგრეთი საქართველოს მთავრობას ინვესტიციების დაცვის ოფიციალურ გარანტიას სთხოვს. ასეთ გარანტიებს სხვა ქვეყნებისგანაც ითხოვთ, თუ საფრთხეს მხოლოდ საქართველოში ხედავთ?

_ ასეთი ხელშეკრულების დადებას ძალიან ბევრ ქვეყანას ვთხოვთ, ძირითადად, მათგან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

_ ზოგადად საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებდით?

_ მე შემიძლია ვისაუბრო იმის მიხედვით, რა ინფორმაციებიც ეკონომიკის სამინისტროში მივიღე. მითხრეს, რომ ბევრი ინვესტიცია შემოდის ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ ჩემ შთაბეჭდილებასაც გაგიზიარებთ, ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის წინსვლას ვხედავ. უნგრეთში არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ პირველი ნაბიჯია ძნელი, მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. თუ პირველი უნგრული ინვესტიცია წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ინვესტიციებიც არ დააყოვნებს. მთავარია, რომ ქვეყნებს შორის ნდობა არსებობს. დღეს, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა იმაზე უკეთესია, ვიდრე შეიძლება ადამიანმა ინატროს.

მარტის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ბუდაპეშტში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანი საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთ კონგრესზე შეხვდა. ჩვენი კავშირები კარგად მუშაობს. ნოემბერში თბილისში იგეგმება საქართველო-უნგრეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სოფლის-მეურნეობის მუშა ჯგუფის შეხვედრა, ეს კომისია ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის დარგში ცალკე მუშა ჯგუფი შექმნეს.

_ სოფლის მეურნეობაში უნგრული პროექტების განხორციელება როდიდან დაიწყება?

_ იმედი გვაქვს, სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელი სექტემბრამდე მოეწერება. უნგრული "ექსიმბანკი" საქართველოში 68 მილიონი დოლარის შემოტანას გეგმავს. ეს იქნება უნგრეთ-საქართველოს ერთობლივი პროექტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებას მალე მოეწეროს ხელი.

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლა. თქვენ როგორ ახსნით ამას?

_ მთელ ეკონომიკას ვერ მოვიცავ, მაგრამ სოფლის მეურნეობის კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში მიზეზი ეს არის. თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას უნგრეთმაც მოაწერა ხელი, გარდამავალ პერიოდში უნგრეთისთვისაც ძალიან მტკივნეული იყო იმ სტანდარტების დაცვა და დავალებების შესრულება, რომლსაც ევროკავშირი ახლა საქართველოს უწესებს.

_ ქართულ პროდუქტს უნგრეთში რა პერსპექტივა აქვს?

_ უნგრეთის ბაზარზე შეიძლება გავიდეს ღვინო, ხილი. თუ შეიქმნება ერთობლივი საწარმოები და პროდუქტს ევროპული სტანდარტების მიხედვით ვაწარმოებთ, მაშინ ქართული ყველის გატანაც შეიძლება. პირადად მე, თქვენი ყველი ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, უნგრეთშიც მოეწონებათ. იგივეს თქმა შემიძლია ქართულ ღვინოზე. ბუდაპეშტში ორი ქართული რესტორანია. უნგრელები იქაურ კერძებს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. შესაძლებლობა დიდია, თუმცა ქართველმა მეწარმეებმაც თავი უნდა გამოიჩინონ.

_ 2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, ქვეყანამ მოულოდნელად დაკარგა ყველაზე დიდი ბაზარი, თუმცა დადებითი იყო ის, რომ კომპანიებმა დივერსიფიკაციაზე ზრუნვა დაიწყეს. უნგრეთისთვის რას ნიშნავს რუსული ემბარგო?

_ ჩვენც ზუსტად ასე მოვიქეცით, დავიწყეთ დივერსიფიკაცია. ბოლო ორწელიწადში უნგრულმა ეკონომიკამ დიდი დანაკარგი განიცადა. ზარალი ექსპორტის მიმარტულებით 4,5 მლრდ დოლარია. ამიტომ დავიწყეთ ახალი ბაზრების ძებნა – შორეული აღმოსავლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ინდონეზია, ჩინეთი და სხვა. ჩინეთში დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გავიტანეთ. შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნებში ჩვენი გასვლა ჯერ მცდელობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველომ როგორც უპასუხა რუსეთის ემბარგოს, ჩვენც ისე ვპასუხობთ.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025

"ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი საქმეა დღეს" _ თინა ხიდაშელი ორთვიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

თბილისი კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო