საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ”ქალი უნდა იყოს კუხნაში, თუმცა თინა ხიდაშელის ადგილი იქაც არ არის”, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი გამოუეხმაურა:
_ თუ ოდესმე ამის სურვილი გამიჩნდება, თუმცა, არ ვიცი ოდესმე თუ ასეთი დღე დადგება, სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ობიექტურ შეფასებას მისცემს.
ჩემს სახლში, ალბათ, არასდროს დავპატიჟებ ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, _ აღნიშნა ხიდაშელმა ”TV პირველთან" საუბარში.