სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების არსებობას გამორიცხავს.
ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო მანამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა.
„უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს, ოდეერები იყო, სანამ გამოეყოფოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, 12-ში ჯერ კიდევ არა, ეს ერთპიროვნულად არ წყდება,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
წყარო: რუსთავი 2