2017 წლიდან საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სასწავლო წლის დაწყების ერთი თარიღი განისაზღვრება.
საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისათვის განიხილეს.
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის განსაზღვრა საქართველოს ყველა სკოლისათვის და მოსწავლეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფა.
მომხსენებლის, ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, ყველა სკოლისათვის სწავლის დაწყების ერთიანი თარიღის განსაზღვრა მოსწავლეთა თანაბარი უფლებრივ მდგომარებას უზრუნველყოფს და საშუალებას მისცემს მშობლებს უკეთ მოამზადონ ბავშვები სასწავლო წლის დასაწყებად.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განხილული კანონპროექტის გატანას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.