გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მერაბ გაფრინდაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურიაში 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2016 წელს მოსალოდნელ წინასწარ პროგნოზებზე ისაუბრა. მხარეებმა რეგიონში გეოლოგიური კუთხით არსებული პრობლემები, მათ შორის ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც საშიში გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის შეფასება, მიზეზების დადგენა და სტიქიის საშიშროებისგან მოსახლეობის დაცვას წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ ქვა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ზოგადად ყველა იმ საჭირბოროტო თემებზე, რომელიც გურიის რეგიონში დგას.
მივიღეთ ამომწურავი პასუხები და შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე,“ -აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.
(R)