პროტესტის ნიშნად რუსთავი 2-ის სასამართლო განხილვა დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დატოვა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ააცხადებს, რომ პროცესზე დასწრება უაზრობაა, რადგან, მისი თქმით, მოსამართლე ნაზღაიძე რუსთავი 2-ის დაცვის მხარესა და გენერალურ დირექტორს სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდა.
„გაოგნებული ვარ, სასამართლო, ქალბატონი ნაზღაიძე ჩემი შეფასებით, წარმოადგენს მხარეს, არ აძლევდა რუსთავი 2-ს იმის უფლებას, რომ თავისი აზრი გამოეხატა. აწყვეტინებდა დაცვას, გენერალურ დირექტორს, არ აძლევდა ნებას ჩამოეყალიბებინა თავისი აზრი,“- განაცადა ზაზა ხატიაშვილმა.
წყარო: რუსთავი 2