მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო. სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა.
ის სასამართლო პრეცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.
რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.
წყარო: რუსთავი 2