ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე მოსახლეობას ხვდება.
შეხვედრა, რომელიც დეპუტატობის კანდიდატის, ბესო ქათამაძეს მხარდასაჭერად იმართება, მედიის გარეშე მიმდინარეობს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური მოგაწოდებთ ყველა ინფორმაციას შეხვედრის შესახებ,“_ ასე ახსნა მედიისთვის შეხვედრის გაშუქებაზე უარის თქმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.