"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე დღეს ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩიონ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით საბჭოში ბევრი ნაცნობი სახე არ იქნება. მათ შორის თემურ ჭკუასელიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად მიიჩნევა:
_ ვინ გითხრათ ეს ამბავი? მე არაფერი ვიცი. ახლა მივდივარ ქუთაისიდან თბილისში და რამდენიმე საათში ერთად გავიგებთ ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში. მართლა არ ვიცი ვიქნები თუ არა, _ აღნიშნა ჭკუასელმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ჩვენი ინფორმაციით საბჭოში აუცილებლად იქნებიან კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე.