"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მეოთხე ყრილობა სპორტის სასახლეში ამ წუთებში დაიწყო, რომელიც ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ გახსნა:
_ განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს გვიჩვენა თავდადების და თავგანწირვის მაგალითი და მოგვცა შესაძლებლობა თავი დაგვეღწია ღირსების შემლახველი რეჟიმისგან _ მივესლამოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, _ განაცხადა ტრიბუნიდან კახი კალაძემ, რომლის სიტყვებს სპორტის სასახლეში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ფეხზე წამოუდგა.