ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ერთ კვირიაში გახდება ცნობილი თუ როგორ აპირებს ის ქართული ოცნების მხარდაჭერას _ ამის შესახებ ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
_ მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტიას, რომელსაც რათქმაუნდა მხარდაჭერას აღმოვუჩენ.
ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილს, სადაც ყველაფერი იქნება მოთხრობილი იმის შესახებ, თუ რას ვაპირებ _ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში, _ განაცხადა ივანიშვილმა.