_ მოგესალმებით, ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გვერდით ვარ დღეს! მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ თქვენ უკვე მომანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა, მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს შენებას. ჩვენი სიმრავლე ადასტურებს იმას, რომ ჩვენი წინაპრების ბრძოლას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველო. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, პროცესებს ვეღარ შეაჩერებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.