_ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დასუფთავების სამსახურმა ხალხმრავალი აქციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
აქედან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორები ადამიანებს თხოვდნენ, ნაგავი ერთ კუთხეში დაეყარათ, თუკი ამას მოახერხებდნენ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რით იყო გამოწვეული ნაგვის ურნებისგან მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაგვიმარტა, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, _ “საღამოს, თავიანთი ტელევიზიებით აჩვენებენ აქ დაყრილ ნაგავს და შემდეგ ამაზე ააგებენ სიუჟეტს, თუ რა კატეგორიის ადამიანები იყვნენ, თურმე, აქციაზე. ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს…”
“გურია ნიუსი” შეეცადა, კომენტარი მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან მიეღო, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ეს სამსახური ისვენებს და შესაბამისად, იქ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს.