NEWS.AZ-ის ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა არ ექნება.
ხიდაშელის თქმით, საქართველოს მიზანი ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაა, ხოლო თურქეთი ნატო-ს წევრია, რაც საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობას განსაზღვრავს.
"ჩვენ არ ვირჩევთ. მე ვიყავი 2016 წლის იანვარში ერევანში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორები არიან. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ევრაზიულ კავშირს შეუერთდა, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ურთიერთობის დონეს. ჩვენ სომხეთთან მეგობრული კავშირი გვექნება, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე,"_განაცხადა ხიდაშელმა.