მოსკოვში სასაფლაოზე მუშებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩხუბში 200 კაცი იყო ჩართული, რომელთაგან 50 მონაწილე სამართალდამცავებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა მიგრანტები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოჩხუბრები ჯოხებითა და რკინის საგნებით იყვნენ შეიარაღებულები.