მსოფლიო ბანკმა საქართველოს იმერეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 9 მილიონი დოლარი გამოუყო. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა იმერეთის რეგიონში კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისთვის, ასევე ტურისტების მოსაზიდადაა განკუთვნილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფონდი ასევე დააფინანსებს მეორე პროექტსაც, რაც რეგიონალური განვითარების გეგმაა და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და მასთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქციას, ასევე წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.






























































