დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პრეზენტაციაზე, რომელზეც განახლებული გუნდი წარუდგინა საზოგადოებას, რეგიონებიდან პარტიის ახალი სახეებიც გააცნო ამომრჩეველს.
მისი თქმით, სამეგრელოს წარმოადგენს ლელა ქებურია, პარტიის ერთ-ერთი აქტიური სახე გახდება ცნობილი უფლებადამცველი დიმიტრი ძაგნიძე, სამაჩაბლოდან წარმოდგენილი იქნება სიფიო სიუკაევა, რომელიც დღეს იმერეთის ერთ- ერთ სკოლაში ასწავლის ბავშვებს, გურიაში "ნაციონალური მოძრაობის" სახე იქნება ნინო კვიტაიშვილი, საარჩევნო სიაშია აგრეთვე დევნილთა უფლებების აქტიური დამცველი ბესო წერედიანი.



































































