ქალაქ ბათუმში მცხოვრები, მელანო ჯაიანის ოჯახი ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.
"ცხრა თვეა ჩემი შვილი მიჯაჭვული არის ლოგინზე და ვერაფერს ვერ ვშველით. 13 წლის მოზარდია, წარჩინებით სწავლობდა და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ყველას უკვირს" – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს მელანო ჯაიანი.
მისივე თქმით, ბავშვმა სკოლაში კედელზე თავი მიარტყა.
"ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ დაეწყო მეხსიერების პრობლემები. ექიმებთან დაგვყავდა, მაგრამ არანაირი წინსვლა არ ჰქონდა. 9 თვის განმავლობაში საწოლში წევს და უსახსრობის გამო გამოკვლევებზე თურქეთში ვერ მიგვყავს. ჩემი შვილი წარმატებული მოსწავლე იყო, სკოლაში 10-ზე სწავლობდა. სპორტში სიგელები და თასები აქვს მიღებული.
თურქეთში გამოკვლევა, რომ ჩავუტაროთ, ამისთვის 10 000 ლარია საჭირო. აჭარის მთავრობაში გვითხრეს, 3000 ლარზე მეტს ვერ მოგცემთო. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და არ გვაქვს საშუალება ჩვენს შვილს მივხედოთ." – გვითხრა მელანო ჯაიანმა.
13 წლის მოზარდისთვის ბანკში გახსნილია ანგარიში ( ლიბერთი ბანკი GE72LB0211194125092000 მიმღები დედა მელანო ჯაიანი).































































