კანადაში ხანძარი ნავთობმომპოვებელ ქარხნებს უახლოვდება. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხნებიდან ათასობით მუშის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, უკონტროლო ხანძრის გამო ორი კვირის წინ, ქალაქ ფორტ მაკ მიურეიდან 90 000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე სამუშაო ადგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა ქალაქში სტრუქტურების 15% გაანადგურა.
































































