INDEPENDENT -ის ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა.
როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბაღდადში აფეთქებები ოთხშაბათს დაიწყო,ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში, ბაზართან მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.
ანალიტიკოსების თქმით, ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფება აფეთქებების მეშვეობით ცდილობს რაც შეიძლება ბევრი შიიტი მოკლას, შიში გამოიწვიოს და ფრაქციები ხელისუფლების წინააღდმეგ განაწყოს.































































