INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც პორნოგრაფიას ხშირად უყურებენ, უფრო მორწმუნენი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მსგავსი კატეგორიის ფილმებს არ უყურებენ.
როგორც ცნობილია, მკვლევარი სამუელ პერი ექვსი წლის განმავლობაში 1 300 ამერიკელს აკვირდებოდა, იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს პორნოგრაფიის ყურება რელიგიურ რწმენაზე დროთა განმავლობაში.
"ისინი, ვინც პორნოგრაფიას ხშირად უყურებენ, რელიგიური თვალსაზრისით, უფრო ხშირად ესწრებიან ლოცვებს, ვიდრე ისინი ვინც პორნოგრაფიას ზომიერად უყურებენ,"_განაცხადა პერმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კვლევის გასაკვირ შედეგებს წინ უძღოდა დასკვნა, რომ რელიგიური ანტიპათიის იდეები პორნოგრაფიას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ჟურნალმა Journal of Sex Research, მოძებნა ადამიანები, რომლებსაც პორნოგრაფიისთვის არასდროს უყურებიათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმოსავები არიან, საკუთარ რწმენაში ეჭვი მაინც ეპარებათ.
"რელიგიის მიმდევარი ამერიკელების აზრით, პორნოგრაფიის ყურება სექსუალურ მორალს ეწინააღმდეგება,"_თქვა პერიმ.
მკვლევარის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პორნოგრაფიის ყურების შემდეგ მონანიების სურვილი უჩნდებათ და ასევე ადამიანები, რომლებსაც მსგავსი განცდა არ აქვთ.
როგორც ცნობილია, მკვლევარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგია არ არის მიზეზი ადამიანებმა უყურონ პორნოგრაფიას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პორნოგრაფიას უყურებენ, ხშირად ესწრებიან ლოცვებს.

































































