რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლექს აქვეყნებს, რომელსაც ასეთი შესავალი აქვს:
"სიტყვა თქმული ავენტინური ტრიადის პლებეურ ცრუღმერთ ლიბერის მიმდევარ რესპისა მიერ, კაბელების საქმის განაჩენისა და მსოფლიო საოჯახო კონგრესის X პლენარულ სხდომაზე რაინდის სიტყვის შთბეჭდილებებისა კვალად".
"ჩვენი ცხოვრება რა არი?
ლელობურთული ზმნა არი.
გაგორებული სამართლის
აგორებული ქვა არი.
უდაბნოს შინა სიმართლის
მღაღადებლისა ხმა არი.
დანაცქოცქუცმაცებულთა
კბენა, ღრენა და სხმა არი.
პროქართველ პრორუსებისა
პროევროპული გზა არი.
ალესილ ტაბურეტკების
გულთგონთთავტრაკში რტყმა არი.
მიპოვეთ სადმე სადარი,
სხვა საქართველო სად არი?" _ წერს ზურაბიშვილი.