ირანის ხელისუფლება, მოდელს, კიმ კარდაშიანს ჯაშუშობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONTIMES ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოდელის მიმართ ბრალდების წაყენების მიზეზი "ინსტაგრამზე" პოპულარულობაა.
"ინსტაგრამის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კარდაშიანი პოპულარული მოდელია, ასე რომ ეჭვგარეშეა, რომ მას ფინანსური მხარდაჭერაც ექნება. ჩვენ, ამ საქმეს სერიოზულად გამოვიძიებთ. მათ სამიზნეს ახალგაზრდები და ქალები წარმოადგენენ,"_განაცხადა ქვეყნის კიბერდანაშაულის სამმართველოს წარმომადგენელმა, მუსტაფა ალიზაჰედმა.
როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლებამ მარტში რამდენიმე ცნობილი მოდელის ინსტაგრამგვერდი დახურა.
გარდა ინსტაგრამგვერდებისა, ხელისუფლებამ სილამაზის სალონების და ფოტო სტუდიების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილებები ირანის ხელისუფლებამ იმ მიზეზით მიიღო, რომ სპარსელი ქალები სოციალური მედიით დასავლელი ცნობილი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან.