ბარსელონამ ტურისტებს ქალაქის 60%-ში ავტომობილის მართვა აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზების დაბინძურების და უბედური შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით მიიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბარსელონა ევროკავშირის მანდატით ჰაერში განსაზღვრულ აზოტის დიოქსიდის დონეს, NO2-ს, რეგულარულად არღვევს.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გამო ბარსელონაში ყოველ წელს 3 500 ადამიანი ნაადრევად იღუპება.
ადგილობრივი გარემოს ეპიდემიოლოგიის სააგენტოს დადგენილებით, თუ ქალაქში NO2-ის დონე ევროკავშირის მიერ დადგენილ რაოდენობას შეადგენს, სიკვდილიანობა 1 200-ით შემცირდება.
საბჭოს განცხადებით, საინვესტიციო პროექტის უზრუნველსაყოფად, რომელიც მიზნად ისახავს, ორი წლის განმავლობაში საავტომობილო გზების 21%-ით შემცირებას, 10 მილიონი ევრო გამოიყოფა.