საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გურიაში ტურიზმის გასავითარებლად საშუალებებს ეძებს და პოულობს კიდეც. მან ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად ტურებიც დაგეგმა, რომელიც ჯერჯერობით გომისმთიდან ბახმარომდე არეალს მოიცავს.
"გურია რომ საინტერესო და ლამაზია, კი ვიცით, მაგრამ ტურისტული თვალსაზრისით სრულიად განუვითარებელი. ამიტომაც, კომპანია welcome to georgia-სთან ერთად გადავწყვიტე, ეს საქმე დავძრათ – ქართველი და უცხოელი ტურისტები მოვიზიდოთ . სიმბოლურად გურული დღიურების გზა დავარქვით და ტური გომისმთიდან ბახმარომდე გაიშლება. ასეთი იდეა მე და ჩემს მეგობრებს ადრეც გვქონდა და კარგია, რომ კომპანიაც გვიერთდება საკუთარი რესურსებით. გურულებო და გურიის მოყვარულებო, გაუზიარეთ ეს ამბავი თქვენს მეგობრებს, ნუ დაიზარებთ!"-წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ კედელზე.