23 მაისს, ივლიტას ბიბლიოთეკა უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ უნიკალურ მასალებს დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს 9 ქალაქში დაიგეგმა, თუმცა, "გურია ნიუსის" ინიციატივით ჩოხატაურიც დაემატა.
23 მაისს, 11 საათიდან 17 საათის ჩათვლით, გელით ივლიტას ბიბლიოთეკა _ იხილეთ უნიკალური ნივთები საქართველოს ისტორიიდან!
გამოფენის მხარდამჭერები არიან პრემიერ-მინისტრის აპარატი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.