ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საკუთარ განცხადებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალყაშია განმარტებებს აკეთებს.
როგორც დეპუტატმა "TV პირველი ეთერში" სტუმრობისას განმარტა ეს არის მისი საფუძვლიანი ეჭვი, დამადასტურებელი საბუთების გარეშე. გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილი მის გარემოცვას საინფორმაციო ალყაში ჰყავს და ეჭვობს, რომ ყოფილ პრემიერს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ქვეყანაში და ზოგადად პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გარშემო.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არაადეკვატურია და ექს-პრემიერის ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იხსენებს.
გუბაზ სანიკიძე, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის ინტერვიუსაც აფასებს.
გუბაზ სანიკიძე ,,ქართული ოცნების“ წევრებს ურჩევს არჩევნების წინ გაუგებარ და გაურკვეველ განცხადებებს ნუ გააკეთებენ და ნუ დააბნევენ ამომრჩეველს.