ქალაქ ოზურგეთის #60/07 საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა ხმის მისაცემად დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, გია კალანდარიშვილი.
ის საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
“მოვედი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად და ხმა მივეცი სასურველ კანდიდატს. მინდა გითხრათ, რომ მაქვს გამარჯვების იმედი. ჩემი მხარდამჭერების და ამომრჩევლების იმედით დღეს, ალბათ გავიმარჯვებ“ – თქვა გია კალანდარიშვილმა “გურია ნიუსთან საუბრის დროს.
ინფორმაციისთვის, დღეს ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები იმართება.
ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.