ქალაქ ოზურგეთის 60/07 საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ კალანდარიშვილმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ კანდიდატი საარჩევნო ყუთთან ახლოს ჩაეწერათ, მაგრამ ამის უფლება საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ არ მისცა.
“აქ არ ჩაწეროთ, მედიის წარმომადგენლებს არ გაქვთ ამის უფლება და ძალიან გთხოვთ, რომ ხელს ნუ შეუშლით საარჩევნო პროცესებს. არ შეიძლება და რაც არ შეიძლება ის არ უნდა მოხდეს უბანზე“ – გვითხრა ჟურნალისტებს 60/07 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ.
“არ არის პრობლემა, გარეთ მოგცემთ კომენტარს. მთავარია არ მოხდეს საარჩევნო პროცესების დარღვევა“ – თქვა დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ კალანდარიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved