ნასაკირალში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, იმყოფება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, რომელმაც "გურია ნიუსთან" მიმდინარე არჩევნები შეაფასა.
" ჩვენი მთავარი ამოცანაა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. აქ "ნაციონალური მოძრაობის"იმდენი წარმომადგენელია, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თუნდაც ორი ბიულეტენით გააყალბონ არჩევნები. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეულები ამის გაკეთებას და გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენი გუნდი მხოლოდ 4 წელია ებრძვის ამ მახინჯ სისტემას."-განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი გიორგი ვოლსკის განცხადებას პასუხობს: "მე მგონი უნდა მიხვდნენ, რომ ხელისუფლებაში თვითონ არიან და ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია საამისოდ. თუ ასეთ განცხადებას აკეთებს ბატონი ვოლსკი, აქედანაც ჩანს, რომ ისინი სავალალო მდგომარეობაში არიან."