"ქალაქ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის იუბილეზე (ბანკეტზე) "ქართული ოცნების" სახემ რიმა ბერაძემ საჯაროდ მოუწოდა იქვე მყოფ საზოგადოებას მხარი დაეჭირა სახელისუფლებო კანდიდატისათვის." – ამ ინფორმაციას მედიისთვის "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ნადირიძე ავრცელებს.
მანვე ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: "არ დავიწყებ იმის მტკიცებას ,ამ შემთხვევაში, კანონი დაირღვა თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, მოწოდება აშკარად უადგილო იყო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავს უფლებას აძლევენ, ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ." – ამბობს თამარ ნადირიძე.
თავად რიმა ბერაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. "მსგავსი რამ არ მომხდარა. მე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ბანკეტზე და მინდა გითხრათ, რომ არანაირი მიმართვა არ გამიკეთებია."-გვითხრა რიმა ბერაძე.