სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გურიის ადმინისტრაციაში გუბერნატორს გია სალუქვაძესა და ბელგიის მოქალაქეს ანა ბალამწარაშვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმი გულისხმობს ბელგიის სამეფოში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების საქართველოში ჩამოტანას.
"მოქალაქე ანა ბალამწარაშვილი იღებს ვალდებულებას ბელგიის სამეფოში შეაგროვოს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება.
ასევე, უზრუნველყოს მისი საქართველოში ჩამოტანა.
ხოლო გუბერნატორის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას გამოგზავნილი დახმარება გაანაწილოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შორის," _ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




































































