Facebook -მა კრიტიკის შემდეგ განაცხადა, რომ საიტზე მიმდინარე თემების სექციას ცვლის. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ თუნმა Facebook -ს მოსთხოვა აეხსნა, თუ როგორ ირჩევს ახალ სტატიებს მისი მიმდინარე თემების ზოლში, გარდა ამისა, ამ თვის დასაწყისში Facebook -ის ყოფილმა კონტრაქტორმა კომპანიის რედაქტორები კონსერვატიული ამბების განზახ აღკვეთაში დაადანაშაულა.
"ნეიტრალური და ინკლუზიური სოციალური მედიის პლატფორმის ცენზურის ხელყოფის მცდელობა ან პოლიტიკური დისკუსიით მანიპულირება ,შეუსაბამოა, ღია ინტერნეტის ღირებულებებისთვის,"_განაცხადა თუნმა.
როგორც ცნობილია, სენატორის წერილის შემდეგ სოციალურმა ქსელმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც დეტალურად აღწერა, თუ როგორ მუშაობს მიმდინარე ამბები, რომელიც 1.6 მილიარდზე მეტი მომხმარებლის გვერდზე ჩნდება.
კომპანიის თქმით, შიდა მოკვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ახალი ამბების პოლიტიკურ მიკერძოებას ადგილი აქვს.
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის განცხადებით, ის საიტზე რამდენიმე ცვლილებას შეიტანს და რედაქტორებისთვის ტრეინინგებს გამართავს, რაც მათ დაეხმარება თავიდან აიცილონ იდეოლოგიური და პოლიტიკური კომპენსაცია.
კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კონსერვატიული და ლიბერალური თემების კითხვის განაკვეთები იდენტურია და შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ კომპანია კონკრეტულ სუბიექტებს ან წყაროებს ახალი ამბების გაზიარების უფლებას განგებ უხშობს, მაგრამ კომპანიამ არ გამორიცხა, რომ მომხმარებელი თემების შერჩევისას შეცდომას თვითონ უშვებს.
"ჩვენი გამოძიება არ გამორიცხავს არასწორი ქმედებებით გამოწვეულ იზოლირებას, რაც ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპებისა და პოლიტიკის შემთხვევით კომპენსაციას იწვევს,"_განაცხადა Facebook -ის გენერალური საბჭოს მრჩეველმა, კოლინ სთრეჩმა.































































