აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ქმედებები ისევ გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებულ დაბომბვას უფრო მეტი მსხვერპლი მოყვა, ვიდრე საომარ ქმედებებს მიმდინარე წლის განმავლობაში.
"დაბომბვის შედეგად შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 9 დაშავდა", _განაცხადა ტურჩინოვმა.






























































