ბათუმში მრავალ ფუნქციური სასტუმროს, TWIN TOWER -ის აშენება იგეგმება, რომელიც ოთახების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIKKAVKAZA აჭარის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმში დაგეგმილია ორი 45 სართულიანი შენობის აშენება, რომელთაც 4500 ოთახი ექნება.
გარდა ამისა, სასტუმრო კომპლექსში განთავსდება რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, შიდა და გარე აუზი, სავარჯიშო დარბაზები, საბავშვო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.































































