ბათუმის სანაპირო სარფიდან ჩაქვამდე საცურაო სეზონისთვის მზად არის. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ბათუმის მერიის სანიტარიული დასუფთავების სამსახურის უფროსის, ზურაბ გელაძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გელაძემ აღნიშნა, ბათუმის სანაპირო დასუფთავებულია და ასევე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
"დასუფთავებულია, როგორც ბათუმი სანაპირო პერიმეტრი, ასევე ზღვის წყალი. ჩვენ თვეში ორჯერ ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, რისი მიზანიც, მწერებთან და კოღოებთან ბრძოლაა,"_ განაცხადა გელაძემ.































































