საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დღის 12 ნახევრიდან დაიწყება 1918-1921 წლის დროინდელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ძეგლის გვირგვინით შემკობით.
პარალელურად ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება. 12 საათზე კი ლანჩხუთის კულტურის სახლში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზედაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.