26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია ღონისძიებები.
თბილისი:
11:10 საათზე – გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე;
12:00 საათზე – თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება;
13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის" ფარგლებში, ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
14:00 საათზე – პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები;
20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის
11:00 – 21:00 – ყვავილების ფესტივალი
13:00 – 13:40 / 16:00 – 16:40 / 19:00 – 19:40 – მოძრაობის თეატრის პერფორმანსი
12:00 – 12:40 / 15:00 – 15:40 / 18:00 – 18:40 – პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები
12:00 – 17:00 რუსთაველის თეატრი – ისტორიული ექსპონატების გამოფენა
14:00 – 14:30 – ქუჩის თეატრის პერფორმანსი
13:00 – 14:00 – ბასტი – ბუბუს კონცერტი
15:00 -16:00 – „ბზიკები სტუდიოს" კონცერტი
17:00 – 18:00 – ილურიძის ბენდის კონცერტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.
გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;
ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები;
ელექტრონული მუსიკის დღე – Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin
სპორტული ღონისძიებები – ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი;
საბავშვო გასართობი ღონისძიებები – თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები;
ისტორიული ექსპონატების გამოფენა;
არტ-კაფეები.
საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში.
ახალციხე, რაბათის ციხე (დასაწყისი 20:00 საათზე).
მცხეთა, ცენტრალური (დასაწყისი 20:00 საათზე).
თელავი, ერელე II მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
ბათუმი, ანბანის კოშკთან (დასაწყისი 20:00 საათზე).
ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 18:00 საათზე).
რუსთავი, თავისუფლების მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
ფოთი, რუსთაველის რკალი (დასაწყისი 20:00 საათზე).
ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
ამბროლაური, ცენტრალური მოედანი (დასაწყისი19:00 საათზე).





























































