შავი ზღვის სანაპიროზე ეროზიის საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას AGENDA.GE ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სენაკში, ფოთსა და სარფში სანაპიროს დაცვის პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 100 ადამიანია დასაქმებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი ზღვისპირა კურორტებში სანაპიროს ეროზიის და ქანების დაცურების შეჩერებაა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს, რომელიც მნიშვნელოვანი გზატკეცილია და 24 საათის განმავლობაში 15 000 მანქანა გადის.