ახლო წარსულში პოპულარულ ამერიკელ ჩოგბურთელს ენდი როდიკს, საოჯახო პრობლემა გაუჩნდა.
საქმე ისაა, რომ მის მეუღლეს, ლამაზმან ბრუკლინ დეკერს, სხვა უყვარს, თუმცა, ეს „სხვა” არა მამაკაცი, არამედ, სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენია.
„ჟიზელი ულამაზესია, იდეალურია. ძალიან მინდა, ჩემთან დავპატიჟო. იმედი მაქვს, ენდის გაუხარდება ჩვენი ერთად ნახვა”, – გამოუტყდა ჟურნალისტებს დეკერი.
როდიკის რეაქცია მეუღლის განაცხადზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინააღმდეგი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან, მეუღლის რჩეული დასაწუნი ნამდვილად არ არის.
ისე საინტერესოა რა აზრის ბრძანდება ამის შესახებ, ქალბატონი ჟიზელის მეუღლე, ყოფილი ფეხბურთელი ტომ ბრედი.